მთავარი / სიახლეები / ბონუჩიმ კუადრადო და თანაგუნდელები დაამშვიდა: “ბინძური ტანსაცმელი სახლში უნდა გაირეცხოს”

ბონუჩიმ კუადრადო და თანაგუნდელები დაამშვიდა: “ბინძური ტანსაცმელი სახლში უნდა გაირეცხოს”

„ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ სტადიონის გვირაბში ხუან კუადრადოს რამდენიმე თანაგუნდელთან (გვარების არ სახელდება) მცირე კონფლიქტი მოუვიდა, რაც „იუვეს“ მიერ გაშვებულ პირველ გოლს უკავშირდება. აღნიშნულ ცნობას Sportmediaset-ი ავრცელებს.

ჯარიმის დროს ხიმენესმა დანილოს, ხოლო სავიჩმა ბენტანკურს აჯობა და ანგარიშის სხვაობა იმ დროისთვის შემცირდა. კოლუმბიელი დისკუსიის დროს ამბობდა, რომ გუნდმს უფრო ყურადღებით უნდა დაიცვას თავი. სიტუაცია საქმეში ლეონარდო ბონუჩის დროული ჩარევის შემდეგ განიმუხტა და ყველაფერი მოგვარდა.

„იუვეს“ კაპიტანმა მატჩის შემდეგ თქვა: „ეს თანაგუნდელებს ხუმრობა იყო, ბინძური ტანსაცმელი სახლში უნდა გაირეცხოს. გაშვებული გოლები ყველას პასუხისმგებლობაა და არა კუადრადოს ან რომელიმე სხვისი. ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ ჩვენი გუნდის შიმშილი და რომ, სამი ქულის მოპოვება ძალიან გვინდოდა“, – აღნიშნა ბონუჩიმ.

აღსანიშნავია, რომ ლეონარდოს იტალიური მედია ძალიან აქებს და მოიხსენიებს, როგორც ნამდვილ კაპიტანს ლიდერს. ლეოს მადრიდში ჩატარებული თამაშიც მოუწონეს და ხუან კუარდადოს შემდეგ ტურინელთა რიგებში ყველაზე კარგი შეფასება სწორედ მან მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …