მთავარი / სიახლეები / ჩემპიონთა ლიგის განაცხადი – ვინ დარჩება თამაშგარეში?

ჩემპიონთა ლიგის განაცხადი – ვინ დარჩება თამაშგარეში?

დღეს, დღის ბოლომდე „იუვენტუსმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის განაცხადი უნდა წარუდგინოს. მაურიციო სარი და მისი სამწვრთნელო შტაბი კი საფიქრალის წინაშეა, რადგან ქვოტიდან გამომდინარე რამდენიმე ფეხბურთელს განაცხადს მიღმა დარჩენა მოუწევს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშის უფლება არ ექნებათ.

უკვე ცნობილია, რომ განაცხადში ვერ მოხვდებიან მარკო პიაცა და მატია პერინი, რომელთაც ტრავმები აწუხებთ. ასევე, კაპიტანი ჯორჯო კიელინი, რომელსაც დღეს ოპერაცია ჩაუტარდება და ცნობილია, რომ რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს, შესაბამისად, განაცხადში მის ყოფნას საფუძველი არ აქვს.

კიელინის ადგილს დიდი ალბათობით, დანიელე რუგანი დაიკავებს, რომელსაც განაცხადს მიღმა დარჩენა ემუქრებოდა, რომ არა ჯორჯოს სერიოზული ტრავმა. ყოველშემთხვევაში ლეონარდო ბონუჩის, მატიას დე ლიხტისა და მერიჰ დემირალის გარდა „იუვეს“ მეოთხე ცენტრალური მცველიც დასჭირდება განაცხადისთვის. ასე, რომ დანიელეს სიაში ყოფნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

პირველი კანდიდატი, ვინც სიაში არ იქნება მარიო მანჯუკიჩია, ხორვატს არც იტალიის ჩემპიონატის საწყის ორ ტურში უთამაშია და ნათელია, რომ სარისთვის ის პირველი არჩევანი არაა, შესაბამისად, განაცხადში ალბათ ვერ მოხვდება. მანჯუკიჩის ჩამოჭრა კი იმას ნიშნავს, რომ პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი განაცხადში იქნებიან.

მთავარი გაურკვევლობა მაინც ნახევარდაცვაშია. ცოტა ხნის წინ ბლეზ მატუიდი იყო პირველი კანდიდატი, რომ განაცხადში ვერ მოხვედრილიყო, მაგრამ ფრანგმა სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და ახლა სიტუაცია შეიცვალა. ისევე, როგორც სამი ხედირას შემთხვევაში. მირალემ პიანიჩს, ადრიენ რაბიოსა და როდრიგო ბენტანკურს საფრთხე ისედაც არ ემუქრებათ (დიდი ალბათობით). სარის არჩევნის გაკეთება ემრე ჯანსა და აარონ რემზის შორის მოუწევს. უელსელს ფიზიკური პრობლემები აქვს და ამან გადამწყვეტი როლი ითამაშოს შესაძლოა, თუ არადა, გერმანელი დარჩება განაცხადს მიღმა.

სიურპრიზებში კი შესაძლოა ხუან კუადრადო აღმოჩნდეს, თუმცა ეს ნაკლებ მოსადნელია მისი უნივერსალიზმიდან გამომდინარე. დანარჩენს კი ცოტა ხანში ოფიციალურად გავიგებთ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …