ტურინის „იუვენტუსი“ დღეს სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას ჩაატარებს პარმაში, „ენიო ტარდინიზე“. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მაურიციო სარი, რომელიც შეხვედრას ვერ დაესწრება, შემადგენლობაზე უკვე ჩამოყალიბდა.
„იუვეს“ სავარაუდო შემადგენლობა სეზონის პირველ შეხვედრაში ასეთია:
შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, რაბიო; დუგლას კოშტა, დიბალა, რონალდუ.
შეგახსენებთ, რომ თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.