მთავარი / სიახლეები / სერია A / რაბიო: “კონტრაქტზე ჯერ არ გვისაუბრია, დრო გვაქვს, “იუვეში” კარგად ვარ”

რაბიო: “კონტრაქტზე ჯერ არ გვისაუბრია, დრო გვაქვს, “იუვეში” კარგად ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ „რომასთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან თამაშზეც ისაუბრა და თავის მომავალზეც. თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომაც, ამ ტურნირის საგზურის მოპოვება კონტრაქტის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია.

„ჯერ კიდევ არ მინახავს განმეორებით პირველ ტაიმში ჩემი მომენტი, მაგრამ მეკარემ ძალიან კარგად ითამაშა და შემდეგ ძელიც დაეხმარა. ჩვენ არ გაგვიმართლა, რადგან მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს ნორმალურია, როცა ასეთ მატჩს აგებ, რომელშიც ბევრ მომენტს ქმნი, ეს ფეხბურთია. ხანდახან ცუდად ვთამაშობდით და ვიმარჯვებდით, დღეს უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე „რომამ“, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან კარგი რაღაცები ვაჩვენეთ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ხუთშაბათს მნიშვნელოვანი მატჩია. ვიცით, რომ ძლიერები ვართ, ხარისხიანი მოთამაშეები გვყავს, დღეს, თამაშში ფედე, პოლი ჩაერთნენ, ბევრი ფეხბურთელია, რომელთაც გუნდის დახმარება შეუძლიათ. მომდევნო მატჩების წინ თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ ვიცოდით, რომ „რომა“ შინ ცოტა გოლს უშვებდა და რთული იქნებოდა.

ახალი კონტრაქტი? დიახ, რა თქმა უნდა, მინდა მაღალ დონეზე თამაში და საუკეთესო ტურნირებზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ მიზანს მივაღწიოთ, ჩემპიონატიდან ან ევროპა ლიგიდან, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. ცხადია, ჩემი მომავლისთვის ეს მნიშვნელოვანი იქნება. ჯერჯერობით, სიახლე არ არის, მაგრამ მშვიდად ვართ. დედაჩემთან შეხვედრის შემდეგ აღარ გვისაუბრია, მაგრამ ორივე მხარე მშვიდად ვართ და მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ, რადგან ამ მომენტში ცოტა დელიკატური სიტუაციაა. ამჟამად ფიზიკურად და მენტალურად კარგად ვარ, „იუვეში“ თავს კარგად ვგრძნობ და ეს მთავარია. კვირები და თვეები გვაქვს მომავალზე სალაპარაკოდ და აუცილებლად ვისაუბრებთ“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 35 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 9 მარტს ევროპა ლიგაზე „ფრაიბურგთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …