მთავარი / სიახლეები / სერია A / კაპელო: “იუვე” მომეწონა, ბოლომდე იბრძოდა”

კაპელო: “იუვე” მომეწონა, ბოლომდე იბრძოდა”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „რომა“ – „იუვენტუსის“ მატჩის (1:0) შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მარცხის მიუხედავად მასიმილიანო ალეგრის გუნდი მოეწონა, რადგან ბოლომდე იბრძოდა.

„სატურნირო ცხრილში ზემოთ ასვლა ახლა უკვე რთული იქნება, მაგრამ „იუვე“ ბოლო წუთამდე იბრძოდა, შექმნა მომენტები და სამჯერ ბურთი ძელს გაარტყა. „რომამ“ ძალიან ყურადღებით ითამაშა, მოურინიომ მინიმალური დეტალიც შეისწავლა, რომელსაც „იუვენტუსის“ ეშინოდა, ნახევარდაცვის და ფლანგზე ინიციატივების.

პირველ ტაიმში ბევრი მომენტი „იუვეს“ არ შეუქმნია, მაგრამ მომეწონა, ტონუსში იყვნენ, მონდომებული. ისინი ბოლომდე თამაშში დარჩნენ დანილოს ბოლოს უკეთ დარტყმა შეეძლო, მაგრამ მეკარეც კარგი იყო. კიეზა ძირითადში? ის დამატებითი იარაღია, კოსტიჩი მხოლოდ აწვდის, კიეზა კი შუაშიც იწევს.

კინმა გუნდი დააღალატა, მაგრამ მას ხმასაც არ გავცემდი, რადგან აზრი არ აქვს, ჩანს, რომ ვერაფერი ისწავლა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მსაჯმა ვერ დაინახა ჯარიმა, რომელიც მანჩინის მხრიდან იყო და მხოლოდ კინის რეაქცია დაინახა“, – თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 35 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 9 მარტს ევროპა ლიგაზე „ფრაიბურგთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …