ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბენფიკასთან“ 1:2 დამარცხდა და ჯგუფში 0 ქულით აუტსაიდერია. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
პერინი 6.5 – ჩემპიონთა ლიგაზეც თავდაჯერებულია, ყველაფერი მოიგერია, რისი მოგერიებაც შეიძლებოდა.
ბრემერი 5 – დასვენების დროა, ალეგრი კი ყოველთვის ათამაშებს. ის არ არის ბრწყინვალე და ბოლოს 2:2-ის გოლიც შთანთქა.
ბონუჩი 6.5 – რამდენჯერმე ძალიან კარგად ითამაშა და გუნდი მესამე გოლისგანაც იხსნა.
დანილო 5.5 – დანილო ყოველთვის თამაშობს, როცა „იუვეს“ სჭირდება, მაგრამ სასწაულების მოხდენა არ შეუძლია.
კუადრადო 4.5 – ის ვეღარ ატყუებს მეტოქეს და ყოველთვის პრობლემები ექმნება.
დე შილიო 5.5 – მისი მოვალეობით შემოიფარგლა, მაგრამ რაღაც მეტი იყო საჭირო.
მაკკენი 5 – უცნაური სეზონი, პრაქტიკულად მოსამზადებელი ეტაპის გარეშე იძულებულია ყველა თამაში ითამაშოს და სტაბილურობა არ არის მისი ძლიერი მხარე.
პარედესი 6 – ორმაგ ფაზაში გუნდის თამაშს ხელმძღვანელობდა.
მირეტი 4.5 – ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგაზე ძირითადში ითამაშა, აგროვებს სამომავლოდ ძვირფას გამოცდილებას, მაგრამ ძალიან ბევრჯერ შეცდა. პენალტი აიკიდა და შემდეგ მსაჯმა შეიწყალა მეორე ყვითელ ბარათზე.
დი მარია 6 – მისი კლასი გუნდს ისე აკლია, როგორც „იუვეს“ ჰაერი.
კოსტიჩი 5 – „ბიანკონერიში“ მისი დასაწყისი საშუალო დონისაა. „ბენფიკასთან“ მას ყოველთვის რაღაც აკლდა.
მილიკი 6.5 – ვიცე-ვლაჰოვიჩის გარდა ყველაფერია, მან სწრაფად გაიტანა და გოლებს სტაბილურად იტანს.
ფაჯოლი 5.5 – ცდილობდა ნახევარდაცვის მოწესრიგებას.
ვლაჰოვიჩი 4.5 – ღია თამაშიდან გოლს ვეღარ იტანს, ვერასდროს ახერხებს, რომ სახიფათო მოთამაშე გახდეს.
ალეგრი 4.5 – ისევ კარგი 15 წუთი. „იუვე“ დაწინაურდა და მერე კიდევ ერთხელ დაიშალა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ძალიან შორსაა, გულშემატკივარმა გუნდს უსტვინა.