მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “ფანების სტვენა დამსახურებულია, გუნდის თამაშით შეშფოთებული ვარ”

ბონუჩი: “ფანების სტვენა დამსახურებულია, გუნდის თამაშით შეშფოთებული ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბენფიკასთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფანებმა გუნდს დამსახურებულად უსტვინეს.

„ფანების სტვენა სწორია. შეშფოთებული ვარ, დასამალი არაფერია. თამაშს ხშირად ვეთიშებით, გონებრივი ან ფიზიკური ფაქტორების გამო. ძალიან გვიჭირს თამაშებში ბოლომდე დარჩენა, სათქმელი ცოტაა. წავაგეთ თამაში, რომელიც აბსოლუტურად არ უნდა წაგვეგო და სწორია, რომ გვისტვინეს.

მე ვარ კაპიტანი და ასეთი რაღაცები სახეში მივიღო. ამ მომენტში ყველაფერში გვიჭირს. სათქმელი ცოტაა, ჩუმად უნდა ვიყოთ, ვიმუშაოთ და წინ წავიდეთ. ვფიქრობ, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, ბევრი ფეხბურთელია ტრავმირებული, მაგრამ რაც ხდება, ყველას ბრალია, ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთელებს, მხოლოდ მწვრთნელს, მხოლოდ ხელმძღვანელობას, ეს ყველას ბრალია“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …