მთავარი / სიახლეები / პერინი: “ის მოხდა, რაც ბოლო დროს ხდება, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ”

პერინი: “ის მოხდა, რაც ბოლო დროს ხდება, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინმა „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდს პრობლემები აქვს, მაგრამ გამოსავალი უნდა იპოვონ, რადგან სხვა გზა არ არსებობს.

„რა მოხდა? რაც ხდება ამ ბოლო დროს. საჭიროა გვქონდეს ის რიტმი და ინტენსივობა ბოლომდე, რაც თამაშების დასაწყისში. პირველი 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, გოლიც გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ გავითიშეთ. ყველა პრობლემას აქვს გამოსავალი და ვცდილობთ ვიპოვოთ.

აშკარაა, რომ პრობლემები გვაქვს და ყველაფერი კარგად უნდა გავაანალიზოთ. დარწმუნებული ვარ, ამ სიტუაციიდან გამოვალთ, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს. ახლა უნდა გავჩუმდეთ და ვიმუშაოთ“, – თქვა პერინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …