ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ დუშან ვლაჰოვიჩსა და „იუვენტუსზე“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შეიძლება მასიმილიანო ალეგრიმ ალვარო მორატა ისე გამოიყენოს, როგორც თავის დროზე მარიო მანჯუკიჩს იყენებდა.
„ვლაჰოვიჩი იბრაჰიმოვიჩს ჰგავს, მაგრამ ზლატანი, როდესაც „იუვეში“ ვიყიდეთ, ფსონი იყო, ის არ მოსულა როგორც ძირითადის წევრი, მასზე წინ ტრეზეგე და დელ პიერო იყვნენ.
ვინ შეიძლება ამოაგდოს „იუვემ“ ოთხეულიდან? ყველაზე რთული „ნაპოლის“ დაწევა იქნება, რომელიც ჩემი აზრით, სკუდეტოს ფავორიტთა შორისაა თუ ტრავმები არ ექნებათ. ასე რომ, „ატალანტას“ ან „მილანს“. სამწუხაროდ, „მილანს“ დაცვაში ტრავმები ჰქონდა, რის გამოც დაკარგა სიმყარე, რომელიც მანამდე ჰქონდა.
როგორ ითამაშებს გუნდი შეტევაში? ეს დამოკიდებული იქნება დიბალასა და მორატას ფომრაზე. ჩემი აზრით, შეიძლება მორატამ მანჯუკიჩის როლში ითამაშოს, ეს შეიძლება იყოს მისი ახალი სქემა. მორატა ძალიან ბევრს დარბის და ხარისხიანი ფეხბურთელია“, – თქვა კაპელომ.