მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” “ვერონასთან” მატჩისთვის ემზადება და გუნდს ბონუჩი დაუბრუნდა

“იუვე” “ვერონასთან” მატჩისთვის ემზადება და გუნდს ბონუჩი დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 24-ე ტურისთვის ემზადება, რომელშიც „ვერონას“ უმასპინძლებს.

გუნდს ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდა, რომელმაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

„იუვეს“ სანაკრებო შეკრებიდან დაუბრუნდა კოლუმბიელი ხუან კუადრადოც, მანამდე გუნდს პაულო დიბალაც შეუერთდა, ხოლო ხვალ ვესტონ მაკკენი შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვერონას“ 6 თებერვალს უმასპინძლებს და რევანში მართებს, რადგან პირველ წრეში სტუმრად 1:2 დამარცხდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …