ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ აარონ რემზის კორონავირუსი აქვს. უელსელი ფერხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
რემზი ტრანსფერზეა დაყენებული და მისი მომავალი „იუვეს“ პრაქტიკულად არ უკავშირდება. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, 3 სერია A-ში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე.
ბოლოს „იუვეს“ მაისური 20 ოქტომბერს, „ზენიტის“ წინააღმდეგ მოირგო (1:0), ხოლო სერია A-ში მოედანზე 26 სექტემბრის მერე აღარ გასულა, როცა ტურინელებმა „სამპდორიას“ 3:2 აჯობეს.