ტურინის „იუვენტუსი“ მანუელ ლოკატელისთვის ბრძოლას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, ოთხშაბათს ან ხუთშაბთს მხარეები კიდევ ერთხელ შეხვდებიან, უკვე მესამედ.
წინა ორ შემთხვევაში „სასუოლომ“ წინადადება არ მიიღო, მაგრამ ლოკატელის ტურინულ გუნდში თამაში სურს და ეს „ბებერი ქალბატონის“ საქმეს აადვილებს.
„სასუოლოს“ პირდაპირ 40 მილიონის მიღება უნდა, „იუვე“ ცდილობს, რომ მანუელი ორწლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით ან უფლებით დაიმატოს, როგორც ეს ფედერიკო კიეზას შემთხვევაში მოხდა.
ამრიგად, უნდა დაველოდოთ მორიგ შეხვედრას, სადაც ალბათ ბევრი რამ თუ არ გადაწყდება, გამოიკვეთება.