მთავარი / სიახლეები / კიელინი: “თებერვლამდე მხოლოდ სერია A-ზე უნდა ვიფიქროთ”

კიელინი: “თებერვლამდე მხოლოდ სერია A-ზე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ვალენსიასთან“ შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჯორჯომ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი თებერვლამდე დასრულებულია.

„სეზონის პირველი მიზანი მიღწეულია. ძალიან რთული თამაში იყო, „ვალენსია“ ძალიან სახიფათო იყო. პირველ ტაიმში უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ შედეგი დიდი ენთუზიაზმის წყალობით მივიღეთ. მეორე ტაიმი უკეთესი იყო და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

დღეს მთელმა გუნდმა, მათ შორის სამივე თავდამსხმელმა ბევრი იბრძოლა. თუ ასე ვიბრძოლებთ და ხარისხსაც დავუმატებთ, რომელიც გვაქვს, ყველაფერი უფრო ადვილი იქნება.

ახლა ეს გვერდი უნდა დავხუროთ და ჩემპიონთა ლიგაზე თებერვლამდე არ უნდა ვიფიქროთ. მანამდე სრული კონცენტრაცია სერია A-ზე უნდა მოვახდინოთ, რადგან ძალიან რთული ერთი თვე გველოდება“, – აღნიშნა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ვალენსია“ 1:0 დაამარცხა, 12 ქულა დააგროვა და მერვედფინალში თამაში გაინაღდა. თუმცა, „ბებერ სინიორას“ ჯერ პირველი ადგილი არ გაუფორმებია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …