ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვალენსიასთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მეორე ტაიმში „იუვემ“ უკეთ ითამაშა და გოლიც დამსახურებულად გაიტანა.
„პირველ ტაიმთან შედარებით, მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ და სახიფათო მომენტების შექმნა დავიწყეთ. ამიტომ, შემთვევითობა არ ყოფილა, რომ გოლი გავიტანეთ. გვიხარია, რომ პლეი-ოფში გავედით, მაგრამ ახლა ბერნში პირველი ადგილისთვის უნდა წავიდეთ. შჩესნი? – შესანიშნავი ბურთი აიღო, დიდი მეკარეა და ყოველთვის მზადაა, თუნდაც მეტოქის ერთი შანსი ჰქონდეს მთელი თამაში“, – განაცხადა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ვალენსია“ 1:0 დაამარცხა, 12 ქულა დააგროვა და მერვედფინალში თამაში გაინაღდა. თუმცა, „ბებერ სინიორას“ ჯერ პირველი ადგილი არ გაუფორმებია.