მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლო: “გამარჯვება მომდევნო გამარჯვებაში გვეხმარება”

ანდრეა პირლო: “გამარჯვება მომდევნო გამარჯვებაში გვეხმარება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბოლონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიის სუპერთასის მოგებამ დიდი ენთუზიაზმი მოიტანა.

„გამარჯვება გამარჯვებაში გეხმარება. სუპერთასის მოგებამ დიდი ენთუზიაზმი მოგვიტანა, ამიტომ, მცირედი დაღლილობის მიუხედავად, კარგად ვივარჯიშეთ შემდეგი მიზნისთვის, რასაც „ბოლონიასთან“ გამარჯვება ჰქვია. აქამდე სტაბილურები არ ვყოფილივართ, მაგრამარასტაბილურობის პრობლემა ყველას ჰქონდა. გოლს თითქმის ყველა გუნდ უშვებს, რაც სეზონის წინ მცირე მოსამზადებელი დროით და ახლა მჭიდრო კალენდრით აიხსენაბ. ვმუშაობ სტაბილურობაზე, რადგან ამის არარსებობამ ბევრი ქულა დაგვარგვინა.

კიელინი დიდი ხნის შემდეგ დაგვიბრუნდა, მაგრამ ძალიან კარგად დაბრუნდა. თითქმის ყველა ტრავმირებული გამოჯანმრთელდა, მათ შორის, დემირალი. დრაგუსინი ალბათ იტალიის თასზე ითამაშებს, ხვალ კიელინისა და დემირალს შორის ავირჩევ. კარში კი შჩესნი ითამაშებს. კულუშევსკი? შესანიშნავ სეზონს ატარებს, ჭკვიანი და ამბიციური ბიჭია. ხვალ შეიძლება ძირითადში იყო. კიეზა უკეთაა, ფრაბოტაც. მშვიდად ვართ და კმაყოფილები ვართ გუნდის შემადგენლობით. პრობლები გვაქვს კოვიდთან და ტრავმებთან დაკავშირებით და არა შემადგენლობის გამო.

კიეზას მარცხნივ თამაში შეუძლია, მაგრამ ასევე უფრო სიღრმეში, როცა კრიშტიანუ რონალდუ მოძრაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოზიციები კარგად დავიკავოთ. მაკკენი? ხაზებს შორის შესანიშნავად შეუძლია თამაში. კულუშევსკი კი ამ მომენტში მეორე თავდამსხმელია და თავს ასე უფრო კომფორტულად გრძნობს.

სკუდეტოსთვის ბრძოლა 5-6 გუნდს შორისაა, მაგრამ ამ მომენტში ყველაზე ძლიერი „მილანია“, რადგან სათავეში ეს გუნდია. ვფიქრობთ ბევრი თამაშის მოგებაში, მეორე წრეში ბევრ უშუალო კონკურენტს ტურინში უნდა შევხვდეთ, შემდეგ ვნახოთ სად ვიქნებით აპრილში სატურნირო ცხრილში. მე პირველივე დღიდან ერთნაირი ენთუზიაზმით და სურვილით ვმუშაობა. ვიცი, რომ უნდა მოვუმატოთ და გუნდს გაზრდა შეუძლია. თასის მოგება არაფერს ცვლის, რადგან მსურს კიდევ ბევრი სხვა ტიტული მოვიპოვო“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ბოლონიას“ მატჩი 24 იანვარს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …