ტურინის „იუვენტუსს“ მატიას დე ლიხტი დაუბრუნდა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და გუნდს დაუბრუნდა.
პროტოკოლის თანახმად, ნიდერლანდელის ბოლო ორი ტესტის პასუხი უარყოფითი გამოვიდა და თვითიზოლაცია დატოვა. დე ლიხტი „ბოლონიასთან“ სამატჩო განაცხადში იქნება, მაგრამ ითამაშებს თუ არა, ანდრეა პირლოზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ მანამდე კორონავირუსი ხუან კუადრადომ დაამარცხა. ამ დროისთვის ინფიცირებული მხოლოდ ალექს სანდროა, რომელიც სხვათა შორის პირველი დაინფიცირდა, მაგრამ ჯერ ისევ დადებითია.