მთავარი / სიახლეები / ბერგომი: “ნამდვილი “იუვენტუსი” ბარსელონაში ვნახეთ”

ბერგომი: “ნამდვილი “იუვენტუსი” ბარსელონაში ვნახეთ”

იტალიის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ყოფილმა მცველმა ჯუზეპე ბერგომიმ განაცხადა, რომ ნამდვილი „იუვენტუსი“, რომელიც ამ სეზონში ვნახეთ, „კამპ ნოუზე“ იყო, როდესაც „ბარსელონა“ 3:0 დაამარცხა.

“რომელია ნამდვილი „იუვე“? ჩემი აზრით, ის, რომელმაც ბარსელონაში მოიგო. იქ ვნახეთ რა სურს პირლოს, არაბანალური და ამბიციური ფეხბურთი. შემადგენლობა არ არის სრულყოფილი და ვხედავ, რომ „იუვე“იბრძვის ძალიან თავდაჯერებული კონკურენტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, მილანური გუნდები.

ბერნარდესკის მცველობა? უფრო რთულად ვხედავ, ვიდრე ძამბროტას, რომელსაც სხვა თვისებები ჰქონდა. სუპერთასზე კარგად ჩაერთო თამაშში, მინდა კიდევ ერთხელ ვნახო მაღალ დონეზე სტაბილურად „იუვენტუსში“. ძალები 100%-ით უნდა აღიდგინოს“, – თქვა ბერგომიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …