მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “ატალანტა”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ატალანტა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-12 ტურში ბერგამოს „ატალანტას“ ვერ მოუგო და ფრეს დასჯერდა (1:1). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 7 – პირველ ტაიმში ძაპატას აჯობა. ფრილერის გოლის დროს მეტის გაკეთება შეეძლო,რადგან დარტყმა შუაში განხორციელდა. შემდეგ რომერის თავურზე სუპერრეაქცია გამოავლინა.

კუადრადო 5 – იქნებ მას დასვენება სჭირდებოდა. ბევრი შეცდომა დაუშვა მოედნის დელიკატურ ზონებში.

დე ლიხტი 7 – ძაპატასთან დუელში თითქმის ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდა.

ბონუჩი 6 – ხშირად კარგად მოქმედება, მაგრამ ოგჯერ აგვიანებდა, როგორც მაგალითად ფროილერის გოლის დროს, როდესაც დასარტყმელად დიდი დრო მისცა.

დანილო 6.5 – დაბრუნდა კარგ დონეზე, ამ პოზიციაზე ყოველთვის მშვიდია.

მაკკენი 6.5 – ყველას აპრესინგებდა და ბევრს იბრძოდა.

ბენტანკური 6 – იზრდება, მაგრამ მაინც ნელი ტემპით.

არტური 6 – ცუდად არ დაუწყია, მაგრამ რომეროსთან და გოსენსთან შეჯახებისას დაშავდა.

რაბიო 5 – გახურების გარეშე ჩაერთო, დრო დასჭირდა თამაშში ჩასართველად. გაშვებული გოლის დროს ბურთი დაკარგა და ანგარიში გათანაბრდა.

კიეზა 7 – ულამაზესი გოლი, მამა ენრიკოს სტილში. პენალტიც გამოიმუშავა. ფუნდამენტური იყო.

ალექს სანდრო შ.გ – ბრაზილიელმა 15 წუთი ითამაშა.

მორატა 4 – თამაშგარე იყო თუ არა, ცარიელ კარში ქუსლით ვერგატანილი გოლი უმძიმეს შეცდომად რჩება. შემდეგ თითქოს გამოასწორა,მუდმივად ქმნიდა რიცხობრივ უპირატესობას, მაგრამ შემდეგ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. სწორედ მან დაკარგა ბურთი რაბიომდე ფროილერის გოლის დროს და საგოლე შეტევა დააწყებინა მეტოქეს. შემდეგ ვერ გამოიყენა გასატანი შანსი.

დიბალა შ.გ – პაულომ მხოლოდ რამდენიმე წუთი გაატარა მოედანზე.

რონალდუ 4 – მორატამ დასაწყისშივე კარი პასი მისცა, მაგრამ მოულოდნელად ძალიან მაღლა დაარტყა, შემდეგ ცარიელ კართან ვერ გამოიყენა ესპანელის ცუდი პასი. პენალტი, რომელიც მან შეასრულა, მის თამაშს ასახავს, რომელიც ალბათ მის ტურინულ კარიერაში ყველაზე ცუდი იყო.

პირლო 5.5 – „იუვემ“ კარგად დაიწყო. გამოუყენებელი საგოლე მომენტები და დაკარგული ბურთით გაშვებული გოლი ორ ქულად დაფასდა. ბოლოს იყო დაბნეულობა. ნებისმიერ შემთხვევაში დაკარგულია 2 ქულა, რომელიც არ დაბრუნდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …