ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ატალანტასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა კიპერმა განაცხადა, 6-7 საგოლე მომენტი როდესაც გაქვს, უკეთ უნდა გამოიყენო.
„უკეთ თამაში შეგვეძლო. რთულია „ატალანტას“ წინააღმდეგ კარგად თამაში, ისინი ყოველთვის „ბინძურად“ თამაშობენ, მაგრამ 6-7 საგოლე მომენტი გაქვს, უნდა გამოიყენო. გოლინი დიდებული იყო, სასწაული ბურთები აიღო. ჩემი სეივები შედარებით ადვილები იყო.
ძელიან ბევრი ფრე გვაქვს, თუმცა ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. მაგრამ წელს ბევრი გუნდია, რომლებიც სკუდეტოსთვის იბრძოლებ და ნორმალურია, რომ სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 24 ქულით მესამე ადგილი უკავია და „მილანსა“ და „ინტერს“ შესაბამისად 4 და 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს ანდრეა პირლოს გუნდი 19 დეკემბერს, სტუმრად „პარმასთან“ გამართავს.