მთავარი / სიახლეები / სერია A / ვიალი: “იუვენტუსისთვის” რთული სეზონი იქნება”

ვიალი: “იუვენტუსისთვის” რთული სეზონი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუკა ვიალი ფიქრობს, რომ მიმდინარე სეზონში „ბებერ სინიორას“ ძალიან გაუჭირდება. ვიალის განცხადებით, გუნდში მოტივაციის ნაკლებობა იქნება და კონკურენტებიც გაძლიერდნენ.

„ვფიქრობ, რომ „იუვესთვის“ ეს სეზონი რთული იქნება. თუმცა, ეს არაფერ შუაშია მთავარი მწვრთნელის შეცვლასთან. უბრალოდ, ზედიზედ 9-ჯერ ჩემპიონობის შემდეგ ფსიქოლოგიური მომენტია, სხვებიც გაძლიერდნენ და „იუვეშიც“ ცოტა არ იყოს უკვე კმაყოფილები არიან.

„იუვეში“ კმაყოფილების გრძნობა არ უნდა არსებობდეს, ისე უნდა ივარჯიშო, რო თითქოს თამაში არასდროს მოგიგია. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ახლა სხვები მზად არიან კონკურენციისთვის. მე არ ვიცი ვინ გახდება ჩემპიონი, თუმცა მიმაჩნია, რომ უფრო დაძაბული სეზონი იქნება, რადგან სხვა გუნდები ძალიან გაძლიერდნენ“, – თქვა ვიალიამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ში მიმდინარე სეზონში ორ მატჩში 4 ქულა მოიპოვა, მომდევნო შეხვედრას კი „კროტონესთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …