„იუვენტუსმა“ შესაძლოა მომავალ ზაფხულს დავიდ ალაბა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს. ავსტრიელი ანდრეა პირლოს სათამაშო სისტემისთვის იდეალური ფეხბურთელია – მარცხენა მცველადაც თამაშობს და ცენტრალურ მცველადაც.
ალაბას „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბთან მის განახლებაზე ვერ თანხმდება. ეს სიტუაცია კი Tuttosport-ის ცნობით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას ინტერესს უმძაფრებს, რადგან ალაბას კალიბრის მოთამაშის უფასოდ დამატება შესანიშნავი გარიგება იქნება.
მომდევნო თვეები უფრო ცხადად გამოაჩენს, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი რეალობად აქციონ.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბას მთელი საფეხბურთო კარიერა მიუნხენის „ბაიერნში“ აქვს გატარებული.