მთავარი / სიახლეები / პირლო ბერნარდესკის ახალ ამპლუაში გამოცდის

პირლო ბერნარდესკის ახალ ამპლუაში გამოცდის

ტურინის „იუვენტუსს“ ფედერიკო ბერნარდესკი დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა. იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა პირლო მას ახალ ამპლუაში ათამაშებს.

მარცხენა/მარჯვენა ფლანგზე 3-4-1-2 სქემაში ფლანგის მთლიანი კონტროლი დაევალება. პირლომ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბერნარდესკის სწორედმ როლში ხედავს და შეუძლია კარგად ითამაშოს, ვიდრე გამთამაშებლად, სადაც შარშან სარი ათამაშებდა.

აღსანიშნავია, რომ იტალიელს მთელი ფლანგი გაკონტროლება „ფიორენტინაში“ თამაშის დროსაც ევალებოდა, როდესაც გუნდს პაულუ სოუზა წვრთნიდა.

იტალიური მედიის ცნობით, ვინაიდან ალექს სანდრო ჯერ კიდევ ტრავმირებულია, პირლო სერიოზულად ფიქრობს, რომ 17 ოქტომბერს, „კროტონესთან“ მარცხენა ფლანგზე ბერნარდესკი ათამაშოს.

წინა ორ ტურში ამ პოზიციაზე ანდრეამ ჯერ ჯანლუკა ფრაბოტა ათამაშა, შემდეგ კი ხუან კუადრადო.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …