მთავარი / სიახლეები / სერია A / დანილო: “მოპოვებულ ქულას დადებითად ვაფასებ”

დანილო: “მოპოვებულ ქულას დადებითად ვაფასებ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „რომასთან“ (2:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და მოპოვებული ქულა დადებითად შეაფასა.

„დადებითი ქულაა. კარგად ვერ დავიწყეთ თამაში, მაგრამ თამაშის მეორე ტაიმში დავლაგდით და უკეთ ვითამაშეთ. ამიტომ, ამ ფრეს დადებითად ვაფასებ. ვნახეთ, რომ გამარჯვებისთვის გაუმჯობესება გვმართებს.

ჩემი პოზიცია? „მანჩესტერ სიტიში“ ბევრჯერ მითამაშია და ვფიქრობ, შემიძლია ამ პოზიციაზე თამაში და გუნდის დახმარება“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ დანილომ „რომასთან“ საგოლე პასი შეასრულა. ბრაზილიელი ზედიზედ მეორე ტურია 3-მცველიან ტაქტიკაში ცენტრალურ მცველად თამაშობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …