ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში კრიშტიანუ რონალდუს დუბლით „რომას“ დაუზავდა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებს.
450 – კრიშტიანუ რონალდუმ ტოპ ჩემპიონატებში 450-ე გოლი გაიტანა 2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული და ეს რეკორდია.
4 – რონალდუმ კარიერაში მეოთხედ მოახერხა სეზონის საწყის ორ მატჩში გოლების გატანა. 2009, 2011 და 2014 წლებში „რეალის“ მაისურით და ახლა „იუვეში“. კრიშტიანუმ სერია A-ში 69 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (55 გოლი, 14 საგოლე პასი). ეს 43-ით მეტია, ვიდრე „ბიანკონერის“ სხვა ნებისმიერი ფეხბურთელის შედეგი 2018 წლიდან.
13 – 2019-2020 წლების სეზონიდან მოყოლებული სერია A-ში ყველაზე მეტი პენალტი „იუვენტუსის“ კარში დაინიშნა (13).
2 – 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ პირველად „იუვემ“ საწყის ორ ტურში 6 ქულა ვერ მოიპოვა.
15 – 2019-2020 წლების სეზონიდან მოყოლებული „იუვენტუსის“ სასარგებლოდ 15 პენალტი დაინიშნა (იგივე შედეგი აქვს „რომას“) და ამ პერიოდში უფრო მეტი პენალტი „ლაციომ“ (18) და „ჯენოამ“ (16) შეასრულეს.
2 – ჯორდან ვერეტუმდე „რომას“ ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც „იუვენტუსთან“ დუბლი შეასრულა ფრანჩესკო ტოტი იყო (2007 წლის სექტემბერში).