მთავარი / სიახლეები / დუგლას კოშტა: “მინდა ის დღე დავივიწყო”

დუგლას კოშტა: “მინდა ის დღე დავივიწყო”

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ემზადება. სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა მცირე კომენტარი გააკეთა, რომელიც სწორედ „სელესაოს“ და ფედერიკო დი ფრანჩესკოსთან მომხდარ უსიამოვნო ინციდენტს შეეხო, რის გამოც 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიახადა.

ინციდენტი დი ფრანჩესკოსთან – „ეს იყო ძალიან ცუდი დღე. ასეთი რამ ჩემი კარიერის 10 წლის განმავლობაში არ გამიკეთებია. ვისაუბრე ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, კლუბთან და ბოდიში მოვიხადე მომხდარის შესახებ, მაგრამ ახლა მინდა ეს ყველაფერი ზურგს უკან დარჩეს“.

ბრაზილიის ნაკრები – „ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. მინდა, ბრაზილიის ნაკრებში მომდევნო წლებშიც ვითამაშო, რადგან პროფესიონალი ვარ და ნაკრებში თამაში ყველაზე მეტად მახარებს. ბოლო მუნდიალი ცუდად მახსენდება, მაგრამ ახლა კოპა ამერიკაზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა დუგლას კოშტამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …