ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა მაურისიო პოჩეტინომ ჩაიბაროს. The Telegraph-ის ინფორმაციით, იტალიელები მაურიციო სარის გაშვების შემთხვევაში არგენტინელს ერთ-ერთ პირველ ვარიანტად განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ გამოცემა იგივეს წერს მილანის „ინტერზეც“, თუ ანტონიო კონტეს გაათავისფულებენ.
პოჩეტინო გასული წლიდან მოყოლებული უმუშევარია, როდესაც „ტოტენჰემიდან“ დაითხოვეს. მაურიციო სარის მიმართ კრიტიკა კი დღითიდღე იზრდება.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ სერია A-ს 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია და იტალიის თასის ფინალში წააგო.