ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატეის დე ლიხტი შესაძლოა საოპერაციო გახდეს. ნიდერლანდელ ფეხბურთელს პერიოდულად მხარი აწუხებს და ამან თავი ბოლო მატჩშიც იჩინა.
შესაბამისად, ქირურგიული ჩარევა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა სამედიცინო შტაბს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ისიც უცნობია, რა პერიოდით მოუწევს ოპერაციის შემთხვევაში დე ლიხტს უქმობა.
„იუვენტუსის“ დაცვაში პრობლემები კი აშკარაა, რადგან ბოლო 3 მატჩში 9 გოლიი გაუშვა. დე ლიხტი კი ალბათ ერთადერთია, რომელიც ფორმაში იმყოფება, სხვების თამაში კი კრიტიკას ვერ უძლებს.