მთავარი / სიახლეები / მილიკის მთავარი ალტერნატივა ხიმენესია

მილიკის მთავარი ალტერნატივა ხიმენესია

ტურინის „იუვენტუსი“ ცენტრფორვარდს აქტიურად ეძებს. უკვე დიდი ხანია „ნაპოლის“ ფორვარდი არკადიუშ მილიკის შესახებ იწერება, მაგრამ ფაბიო პარატიჩი სხვა კანდიდატებსაც განიხილავს.

ერთ-ერთი „ვულვზის“ შემტევი რაულ ხიმენესია. მექსიკელმა „იუვეს“ ინტერესის შესახებ უკვე ისაუბრა და განაცხადა, რომ სასიამოვნოა ასეთი ისტორიულ გუნდთან დაკავშირება, მაგრამ ის ახლა სეზონზეა კონცენტრირებული.

„ვულვზი“ ხიმენესს 60 მილიონ ევროდ აფასებს. „იუვენტუსი“ კი არ გამორიცხავს, რომ ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელი ჩართოს. დანიელე რუგანის გადაბირება ზაფხულში ინგლისელებს სურდათ. გარდა ამისა, შესაძლოა ფედერიკო ბერნარდესკიც საინტერესო პროფილის მოთამაშე გამოდგეს ბრიტანული კლუბისთვის.

აქვე გეტყვით, რომ რაულ ხიმენესს მიმდინარე სეზონში 45 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …