კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველ არტურის „იუვენტუსში“ ტრანსფერი ისევ ღიაა. კიკე სეტიენი ბრაზილიელ ფეხბურთელს ძირითადი შემადგენლობის წევრად რომ არ მოიაზრებს, სეზონის რესტარტმა გამოაჩინა.
ამან კი, თავად არტურიც დააფიქრა კატალონიის დატოვებაზე. ის აქამდე უარს ამბობდა ესპანეთიდან იტალიაში გადაბარგებაზე, თუმცა Tuttosport-ის ცნობით, უახლოესი 9 დღე გადამწყვეტი იქნება და 30 ივნისისთვის მოთამაშე გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩის „ბარსელონაში“ გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ არტური ტურინში თამაშს დათანხმდება.