ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსიდან“ ემერსონ პალმიერის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს. იტალო-ბრაზილიელს ფრენკ ლამპარდი არ სწყალობს და ძირითად შემადგენლობაში არ განიხილავს.
ინგლისის დატოვება თავად ფეხბურთელსაც სურს და მის მიმართ „ინტერიც“ დაინტერესებულია. თუმცა, „იუვე“ მილანელებს დასწრებას აპირებს, მაგრამ ამ ეტაპზე შესაძლო ტრანსფერის დეტალები ცნობილია.
შეგახსენებთ, რომ ემერსონი ბრაზილიელია, იტალიის მოქალაქეობა აქვს და „სკუადრა აძურაში“ თამაშობს.