ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა პოლ გასკოინმა განაცხადა, რომ თავის დროზე ჯამპიერო ბონიპერტის („იუვეს“ პრეზიდენტი იმ პერიოდში) მისი შეძენა სურდა.
საქმე ეხება 1990 წლის ზაფხულს, როდესაც ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა, რომელსაც იტალია მასპინძლობდა. ნახევარფინალში ინგლისი გერმანიას ტურინში, „დელე ალპიზე“ დაუპირისპირდა, მატჩამდე ბონიპერტის ნათქვამი სიტყვები „გაზამ“ გაიხსენა:
„ბონიპერტიმ მითხრა: ჯერ რომში გაემგზავრე (ფინალში გასვლა იგულისხმა – რედ) და შემდეგ „იუვეში“ შეგიძენ“, – თქვა გასკოინმა.
საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა, გასკოინმა 1992-1995 წლებში იტალიაში მაინც ითამაშა, ოღონდ რომის „ლაციოში“.