ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსის“ დატოვებას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა ჯუზეპე ბოცომ გაავრცელა.
„ფედერიკო „იუვენტუსში“ კმაყოფილია. არა, მის ტრანსფერზე სხვა გუნდებთან არ მისაუბრია. ვწუხვარ, რომ ქომაგები უსტვენენ, სარი და კლუბი მას ყოველთვის იცავდა. ჩემი აზრით, ფედერიკოს ბუნებრივი პოზიცია ფლანგზე თამაშია და ამ დროს ყოველთვის უკეთესია. შემთხვევითი არაა, რომ ეროვნული ნაკრების წევრია. ბერნარდესკი გუნდს არ დატოვებს“, – თქვა ბოცომ.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკი „იუვენტუსში“ 2017 წელს გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.