მთავარი / სიახლეები / რუგანი: “გამიმართლა, კარგად ვარ”

რუგანი: “გამიმართლა, კარგად ვარ”

დანიელე რუგანი, რომელსაც ექვსი დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, თავს კარგად გრძნობს. ფეხბურთელმა JTV-ს ინტერვიუ მისცა (ონლაინ რეჟიმში) და თავისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„კარგად ვარ, ყოველთვის კარგად ვიყავი. არ მქონია სიმპტომები, რომელიც მას ახასიათებს. გამიმართლა, თუმცა ეს დიდი დარტყმა იყო, რადგან ჩვენს გარემოში პირველი ვიყავი. იმედი მაქვს, ჩემი შემთხვევა ცნობიერების ამაღლებაში დაგვეხმარება. ყველას მადლობას ვუხდი შეტყობინებებისთვის, კარგად ვარ და დარწმუნებული ვარ ყველანი გადავლახავთ ამ სიტუაციას“, – აღნიშნა რუგანიმ.

დანიელემ ამის შემდეგ უკვე ფეხბურთის შესახებ ისაუბრა:

„ყოველთვის ნახევარმცველის ან მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი, მაგრამ როგორც „იუვენტუსის“ გულშემატკივარი დელ პიეროს მაისური ჩემი საყვარელი ნივთი იყო. ახალ ბუცებთან ერთად მამაჩემი ყოველთვის დელ პიეროს მაისურს მყიდულობდა.

ვფიქრობ, ჩემს კარიერაში ყველაზე ლამაზი ეპიზოდი პირველი სკუდეტოს მოგება იყო. სტადიონზე გავედი და ხალხმა ჩემი სახელი იყვირა, თასი მოედანზე აღვმართეტ. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ემოციური იყო.

ამჟამად ჰარი პოტერის წიგნის ინგლისურად ვკითხულობ, რადგან მინდა ინგსლიური კარგად ვისწავლო“, – დასძინა რუგანიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …