მთავარი / სიახლეები / სერია A / “კარი კარგად არ იყო დაკეტილი” – დუგლას კოშტამ მაროტას დასცინა

“კარი კარგად არ იყო დაკეტილი” – დუგლას კოშტამ მაროტას დასცინა

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ „ინტერის“ გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა დატროლა. ბრაზილიელმა ინსტაგრამში „ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ ფოტო გამოაქვეყნა და ერთ-ერთი გულშემატკივრის კომენტარს უპასუხა:

გულშემატკივარი: „ფრთხილად იყავით დისტანციაზე, თორემ მაროტა ტექნიკური მოგების ჩათვლას მოითხოვს“.

კოშტა: „კარი (სტადიონზე თამაში დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, რასაც მაროტა დაჟინებით მოითხოვდა) კარგად არ იყო ჩაკეტილი ან შემდეგ ჯერზე გამორთული შუქების ფონზე ვითამაშებთ“.

ბრაზილიელის ირონიულმა პასუხმა „იუვენტუსის“ ქომაგებში დიდი მოწონება დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ „ინტერი“ 2:0 დაამარცხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …