ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ შეხვედრა შეაფასა. გარდა ამისა, ლიპიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაზე და კორონავირუსის გამო შეჩერებულ სეზონზე ისაუბრა.
„იუვენტუსმა“ კარგი თამაში ჩაატარა, ისევე, როგორც „ინტერმა“ პირველ ტაიმში, თუმცა მთელ თამაშში „იუვე“ უკეთესი იყო. „იუვე“ ყოველთვის ძლიერი და მყარია და ასე იყო ამ თამაშშიც. ამ ეტაპზე აშკარად „ნერაძურიზე“ ძლიერია.
სკუდეტოსთვის ბრძოლა? „ლაციოს“ გამარჯვების უნდა სჯეროდეს სეზონის ორ-მესამედში აჩვენა დიდი სიმაღლე, როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ისე თამაშის ორგანიზებით. ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. „ინტერი“ ახლა 9 ქულით კი ჩამორჩება ლიდერს, მაგრამ გადადებული მატჩით შეუძლია ექვსამდე შეამციროს და ისიც რჩება ბრძოლაში. კონტემ აღიარა, რომ „იუვესთან“ ისევ დიდი განსხვავებაა, მაგრამ მათ შეუძლიათ განვითარდება. გარდა ამისა, „იუვეს“ და „ლაციოს“ ერთმანეთში ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ.
თუ სერია A-ს მიმდინარე სეზონი არ განახლდება რა მოხდება? ყველა შედეგი უნდა გაუქმდეს. არ შეიძლება სეზონის დასრულებამდე 12 ტურით ადრე ვინმეს სკუდეტო გადასცე ან ვინმე დააქვეითო“, – თქვა ლიპიმ.