იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის 3 აპრილამდე შეწყდა. თუმცა, ეს სულაც არაა იმის გარანტია, რომ დათქმული ვადის შემდეგ სეზონი გაგრძელდება.
თუ იტალიაში ვითარება უახლოეს სამ კვირაში რადიკალურად არ გამოსწორდა, მიმდინარე სეზონი ჩაიშლება. ამის შესახებ La Repubblica წერს.
რა მოხდება თუ სეზონი არ გაგრძელდება?
როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, სკუდეტო არავის გადაეცემა და ამ კუთხით შედეგები ანულირდება. რაც შეეხება სხვა საკითხებს. ევროთასებზე (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა) გუნდები 26-ე ტურის შემდეგ დაფიქსირებული შედეგებით გავლენ.
სერია B-ში არცერთი გუნდი არ გავარდება, ხოლო იქედან პირველი-ორი აღზევდება. შესაბამისად, მომდევნო სეზონი 22-გუნდიანი იქნება.
თუმცა, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ სეზონი არ დასრულდა. დაველოდოთ, ყველაფერი დროთა განმავლობაში გამოჩნდება.