BeIN Sports-ის იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსმა“ უეფას მიმართა. ტურინელებს უნდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი იტალიის სამხრეთში ჩაატარონ.
კორონავირუსის გამო ტურინში მატჩების ჩატარება ამ დრომდე ვერ ხერხდება და დიდი ალბათობით, საფრთხე „ლიონთან“ საპასუხო შეხვედრასაც ემუქრება.
საუბარია, რომ თამაში ან ცარიელი ტრიბუნების ფონზე, ან ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. „იუვენტუსს“ კი, ასეთ შემთხვევაში იტალიის ტერიტორიაზე თამაში ურჩევნია და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მზადაა ფრანგულ გუნდს უმასპინძლოს.