ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მომო სისოკომ განაცხადა, რომ პოლ პოგბა „ბებერ ქალბატონში“ დაბრუნდება. გარდა ამისა, ვეტერან ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვე“ – „ლივერპულის“ ხილვა უნდა და დარწმუნებულია, რომ ორივე გუნდს ეს შეუძლია.
„პოგბა „იუვეში“ დაბრუნდება. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის „მანჩესტერსა“ და ინგლისს“ დატოვებს. „იუვე“ კი არის კლუბი, რომელსაც იცნობს და სადაც უპირობოდ უყვართ, დიდ პატივს სცემენ.
ჩემპიონთა ლიგა? ვფიქრობ, „იუვე“ ძალიან კარგადაა აღჭურვილი. კლოპმა სიმართლე თქვა: ერთი პერიოდი არ განსაზღვრავს კლუბის სიძლიერეს. „იუვენტუსს“ უნიკალური ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, რომ საუკეთესო ფინალი „იუვენტუსი“ – „ლივერპული“ იქნება. ორი უნიალური კლუბის მენტალიტეტი, ფეხბურთელების ძალა და ისტორია. გამიმართლა, რომ ორივე გუნდში ვითამაშე, ორივე ატომური შეტევები ჰყავს. „ლივერპული“ უფრო ახალგაზრდული გუნდია, „იუვენტუსი“ – გამოცდილი. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალ დონეზე, როგორც ტურინში, ასევე ლივერპულში“, – განაცხადა სისოკომ Daily Mail-თან საუბარში.