იტალიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და მომდევნო ერთი თვე სერია A-ს მატჩებზე გულშემატკივრებს დასწრება აუკრძალა.
კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციაში იტალიის ჩემპიონატი შეფერხდა და კალენდარი სრულად აირია.
ამიტომაც, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 3 აპრილამდე მაყურებლები თამაშებს ვერ დაესწრებიან. გარდა ამისა, ყველა მატჩზე ოფიციალური პირები, ფეხბურთელები და პერსონალი სპეციალურ შემოქმებას გაივლიან.