ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელებში ცნობილი პორტალი Transfermarkt-ი დაბლოკა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ვებგვერდმა მისი აგენტის, ჟორჟე მენდეშის კლიენტთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
საუკეთესო 11-ეულში კრიშტიანუც მოხვდა, მაგრამ პორტუგალიელის მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება, 75 მილიონი ევრო არ მოეწონა და პორტალის წარმომადგენლებს გაუბრაზდა.
„შეუძლებელი გახდა კრიშტიანუ რონალდუს დათაგვა, რადგან მანდ დაგვბლოკა, როცა ახალი საბაზრო ღირებულება გაიგო. გვითხრა, რომ კმაყოფილი არაა“, – დაწერა Transfermarkt-მა.