ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „ფიორენტინასთან“ შავ-თეთრი მაისურით მეორე გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა. ჰოლანდიელი მცველი ბედნიერი იყო.
„ძალიან ბედიერი ვარ. ტურინში გოლი უკვე გატანილი მქონდა, მაგრამ არა ჩვენს სტადიონზე (დერბიში გაიტანა ჰოლანდიელმა – რედ). გოლი ისტორიულ მეტოქეს გავუტანე. გვინდა წინ ასე ვიაროთ და კიდევ უფრო მოვუმატოთ.
„ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ რეაგირება მოვახდინეთ, ეს იყო პასუხი, რომელიც უნდა გაგვეცა. პირველ ტაიმში გარკვეული სირთულეები გვქონდა, ძალიან კომპაქტური მეტოქის წინააღმდეგ, შემდეგ მოვუმატეთ.
ჩემი იტალიური ენა? უკეთესია. ადვილი არაა, რადგან ჰოლანდიური ძალიან განსვავებულია. თუმცა, ვსწავლობ და თანაგუნდელებთან ვსაუბრობ კიდეც“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 54 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში „ვერონას“ სტუმრად შეხვდება.