მთავარი / სიახლეები / პარატიჩი: “ემრე ჯანის თვისებები ჩვენს სტილს არ შეესაბამებოდა”

პარატიჩი: “ემრე ჯანის თვისებები ჩვენს სტილს არ შეესაბამებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გუნდიდან წასული ემრე ჯანის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, გერმანელის სათამაშო თვისებები „იუვეს“ სტილში არ ჯდებოდა.

„ემრე ჯანი? მას არ გააჩნია წელს ჩვენი თამაშისთვის შესაბამისი თვისებები, მაგრამ ცხადია დიდ და ევროპული დონის ფეხბურთელად რჩება. შარშან მან ჩვენთან კარგი სეზონი ჩაატარა“, – თქვა პარატიჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „დორტმუნდში“ გადავიდა და ზაფხულში გერმენელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …