მთავარი / სიახლეები / სერია A / როდის დაბრუნდება კიელინი მოედანზე?

როდის დაბრუნდება კიელინი მოედანზე?

მას შემდეგ, რაც „იუვენტუსს“ მერიჰ დემირალი გამოაკლდა, კიდევ უფრო აქტუალური გახდა ჯორჯო კიელინის მოედანზე დაბრუნების საკითხი.

ტურინელთა კაპიტანი აგვისტოს ბოლოს მძიმედ დაშავდა და დღემდე სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. იტალიური მედიის ცნობით, ჯორჯოს იმედი ტურინში მომდევნო 2 თვე ისევ არ უნდა ჰქონდეთ.

შესაბამისად, კიელინის იანვარ-თებერვლის გამოტოვება მოუწევს და თამაშს მხოლოდ მარტში მოახერხებს, უკეთეს შემთხვევაში თვის დასაწყისში. მისი დაბრუნება კი, „ლეჩესთან“, „ბოლონიასთან“ ან „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩშია მოსალოდნელი.

ამავდროულად, „იუვენტუსი“ დემირალის სერიოზული დაზიანების მიუხედავად, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის ყიდვას არ აპირებს. კლუბი ლეონარდო ბონუჩის, მატიას დე ლიხტისა და დანიელე რუგანის იმედად იქნება, ხოლო სეზონის გარდამტეხ მომენტში უკვე კიელინის ჩვეულ ფორმაში დაბრუნებისაც ეიმედება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …