ტურინის „იუვენტუსმა“ დეიან კულუსევსკის ტრანსფერი გაჩარხა. Sky Sport-ის ინფორმაციით, ტურინელებმა „ინტერსა“ და „ნაპოლის“ აჯობეს და ნიჭიერი შვედი კარიერას „ბებერ სინიორაში“ გააგრძელებს.
19 წლის შვედი „იუვესთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „ატალანტამ“ ტრანსფერიდან ბონუსების ჩათვლით 45 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
კულუსევსკიმ თავი მიმდინარე სეზონში გამოიჩინა და 16 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი. გამოსარჩევია მისი საგოლე პასების რაოდენობა ამ სეზონში – შვიდი. სკანდინავიელი “იუვეს” ივნისში შეუერთდება, მაგრამ არც ისაა გამორიცხული იანვარში შეუერთდეს. გეტყვით იმასაც, რომ ამჟამად “პარმაში” იჯარით თამაშობს.