რომის „ლაციომ“ „იუვენტუსი“ ორ კვირაში ორჯერ დაამარცხა. ტურინული გრანდი მიმდინარე სეზონში მხოლოდ რომაულ გუნდთან დამარცხდა და სიმონე ინძაგიმ მეორე გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.
„რაღაც ჯადოსნობა ჩავიდინეთ, „იუვენტუსი“ ორ კვირაში ორჯერ დავამარცხეთ და ეს წარმოუდგენელია. თუმცა, დღევანდელ მატჩში გამარჯვება სავსებით დავიმსაურეთ და ეს ბიჭები ყველაფერს იმსახურებენ“, – თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდენო მატჩს 2020 წელს, „კალიარისთან“ გამართავს.