მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვეს” დამაჯერებელი გამარჯვება

“იუვეს” დამაჯერებელი გამარჯვება

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და საკუთარ მოედანზე „უდინეზე“ 3:1 დაამარცხა.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ მაურიციო სარიმ ძირითად შემადგენლობაში რონალდუ-დიბალა-იგუაინის ტრიო პირველად გაამწესა და ამან შედეგი გამოიღო.

„იუვემ“ თამაში აგრესიულად დაიწყო და უკვე მეცხრე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაწინაურდა. პორტუგალიელმა ტაიმის ბოლოს გონსალო იგუაინის კარგი პასით დუბლიც შეასრულა, ხოლო 45-ე წუთზე მერიჰ დემირალის პასი უკვე ლეონარდო ბონუჩიმ შეიშნო – 3:0.

მეორე ნახევარში „იუვენტუსი“ უფრო დამშვიდებული იყო და „უდინეზესაც“ მიეცა საგოლე შანსები, თუმცა ჯანლუიჯი ბუფონმა რამდენჯერმე შესანიშნავად ითამაშა და კრიტიკოსებს პასუხი გასცა. საპასუხოდ, რონალდუს შეეძლო ჰეთ-თრიქის შესრულება, რამდენიმე მომენტი გაანიავა, ერთხელ ბურთი ძელსაც მოხვდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე კი სტუმრებმა მაინც გაიტანეს. პუსეტომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

„იუვენტუსმა“ 39 ქულა დააგროვა და მომდევნო ტურში გენუის „სამპდორიას“ ესტუმრება.

„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 3:1 (3:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; დანილო, დემირალი, ბონუჩი (დე ლიხტი 76), დე შილიო; რაბიო, ბენტანკური, მატუიდი; დიბალა (ბერნარდესკი 75), იგუაინი (დუგლას კოშტა 80), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„უდინეზე“ (5-3-2): მუსო; ტერ ავესტი, დე მაიო, ეკონგი, ნუიტნიკი, ლარსენი (ნესტოროვსკი 87); ფოფანა, მანდრაგორა, დე პაული (უოლასი 67); ოკაკა (პუსეტო 61), ლასანია

მწვრთნელი: ლუკა გოტი

გოლები: 1:0 რონალდუ (9), 2:0 რონალდუ (37), 3:0 ბონუჩი (45), 3:1 პუსეტო (90)

გაფრთხილება: დიბალა (21), ბენტანკური (90) – ნუიტნიკი (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (12) – 9 (7) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 9:8 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …