იტალიის ნაკრებისა და „უდინეზეს“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო დი ნატალემ განაცხადა, რომ ამაყობს წარსულში მიღებული გადაწყვეტილებით, როდესაც „იუვენტუსი“ იწვევდა, მაგრამ უარი უთხრა.
არა „იუვეს“ – ვამაყობ, რომ უარი ვთქვი. ეს იყო გულის გადაწყვეტილება, უდინეში ბედნიერი ვიყავი. ახლა, როდესაც ჯიჯი რივას ისტორიას ვუყურებ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
სარი – ის ყველაზე წინაა. მას ვაკვირდები მას შემდეგ რაც „ემპოლიში“ იყო. თანამედროვე იდეები აქვს. „ნაპოლიში“ ულამაზესი ფეხბურთი დაამკვიდრა, დიდი მწვრთნელია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი ძალიან ადვილად მოიგო.
სკუდეტო – „იუვენტუსი“ „ინტერთან“ დუელში ბოლომდე იქნება ჩართული. „ნერაძურისაც“ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. რეალური ამბები ყოველთვის მეორე წრეში ხდება.