იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი „რომას“ ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლოა. ახალგაზრდა შემტევს ხშირად „იუვენტუსთან“ აკავშირებენ და ნიკოლომ თქვა, რომ ბავშვობაში სწორედ ტურინულ გრანდს ქომაგობდა.
„რომას“ რამდენიმე ფეხბურთელი ბავშვებს შეხვდნენ და მათ კითხვებს უპასუხეს. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა, ვის გულშემატკივრობდნენ, რაზეც ძანიოლოს პასუხი ასეთი იყო:
„ბავშვობაში გართობაზე ვფიქრობდი და ეს საკმარისი იყო. ჩემი კარიერა კი უფრო მეტი იმედგაცრუებით დაიწყო, ვიდრე სიხარულით, თუმცა ყოველთვის საკუთარი თავის გჯეროდეს. როდესაც ბავშვი ვიყავი „იუვენტუსს“ ვქომაგობდი, მაგრამ ახლა „რომაში“ თავს კარგად ვგრძნობ“, – თქვა ძანიოლომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიური მედია ხშირად იუწყება იმის შესახებ, რომ „იუვენტუსი“ ძანიოლოს შეძენას დამდეგ ზაფხულს ეცდება.