მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “ყველა გუნდს “იუვენტუსთან” გამარჯვება უნდა”

პიანიჩი: “ყველა გუნდს “იუვენტუსთან” გამარჯვება უნდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლევერკუზენთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მირალემ პიანიჩი იახლა. ბოსნიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ყველა გუნდს „იუვესთან“ გამარჯვება სურს და ამიტომ, ზოგჯერ კრიტიკა გაზვიადებულია.

გარდა ამისა, პიანიჩი ფიქრობს, რომ 5 წლის შემდეგ ცვლილებები უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლიდა, მაგრამ მომდევნო მატჩებში რაღაც შეიცვლება და გუნდი კარგად ათამაშდება.

გამარჯვება ჩემპიონატში მოსამზადებლად

ყველა ტურნირს თავისი ისტორია აქვს და ყოველი თამაშისთვის ცალკე ვემზადებით. გვინდა გამარჯვება, რომ ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. ვეთამაშებით შესანიშნავ გუნდს, რომელიც სახლში თამაშობს და ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს. არ იქნება ადვილი, მაგრამ კარგი თამაშის ჩატარება გვინდა.

ერთნაირი მოტივაცია იტალიასა და ევროპაში

არ არსებობს განსხვავებული მოტივაცია ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ს შორის. სიგიჟე იქნება მთელი სეზონის განამვლობაში ვარჯიში ისე, რომ ჩემპიონატში მოტივაცია და ინტერესი არ გქონდეს. ვფიქრობ, გუნდმა აქამდე გზა მშვენივრად გაიარა და ზოგჯერ გაზვიადებულია ის ნეგატივი, რომელიც გვესმის. ბალანსი უნდა ვიპოვოთ და სიტუაცია შევცვალოთ. ძლიერ გუნდებთან გვიწევს თამაში, ყველას ჩვენს წინააღმდეგ გამარჯვება უნდა და ზოგჯერ ვერ ვთამაშობთ ბრწყინვალედ, მაგრამ ვისაუბრეთ და იმედია მოედანზე შევძლებთ შედეგების ჩვენებას.

დიდი პოტენციალი

ერთიანი გუნდი ვართ, მწვრთნელთან და მის სტაფთან ვიმყოფებით. 5 წლის შემდეგ ცვლილება მოხდა და ნორმალურია, რომ ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი იდეალურად არაა. ამ გუნდს აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც ალბათ ჯერ ბოლომდე არ გამოუჩენია და ვფიქრობ, რომ მომდევნო მატჩებში რაღაც შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 11 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …