მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის პრეკოსკონფერენცია “ლევერკუზენთან” მატჩამდე

მაურიციო სარის პრეკოსკონფერენცია “ლევერკუზენთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ლევერკუზენში, ადგილობრივ გუნდთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტი შეხვედრას სერიოზულად უდგება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი „იუვესთვის“ არაფერს წყვეტს სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით.

გადაწყვეტილებები ხვალისთვის

ბერნარდესკის ნახევარდაცვის ცენტრში თამაში შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი, მაგრამ მისი ბოლოდროინდელ როლში (გამთამაშებელი) სხვა ფეხბურთელი არ გვყავს, რემზი და დუგლას კოშტა გვაკლია. ამიტომ, სხვა ვარიანტის ფიქრიც შესაძლებელია. რამდენიმე ვარიანტი ვცადეთ და ვნახოთ. რაბიომ აჩვენა, რომ მარჯვნივ თამაშიც შეუძლია. ტრავმა ახლახან მოირჩინა და დრო სჭირდება. სამი-ოთხი ვარჯიში ჩაატარა, მაგრამ მასზე დიდ იმედს ვამყარებთ.

მენტალიტეტის შეცვლა

ვიცით, რომ უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ შვიდად ვართ, რადგან ვმუშაობთ. თამაშის გარკვეულ მომენტებში ბურთის შენარჩუნება უფრო მეტად უნდა მოვახერხოთ. უნდა ვიპოვოთ გზა, რითაც გოლის გატანის შემდეგ ვითამაშებთ და თამაშს გავაკონტროლებთ. ეს ყველაფერი მენტალობის შეცვლას გულისხმობს, რაც შესაბამისად მოკლევადიან პერიოდში არ მიიღწევა. თუმცა, არის მომენტები, როდესაც ეს ხდება და ეს რომში პირველ ტაიმში ნამდვილად აღმოვაჩინე.

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პრივილეგია გვაქვს და ეს ღონისძიება ყოველთვის საპატიოა. ამიტომ, ხვალ სერიოზულ პასუხს ველოდები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მაღალი დონის მატჩი ჩავატაროთ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპის მიზანი მიღწეულია.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 11 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …